Belive

სუარესი: "იმედგაცრუებული ვარ: შანსი გავუშვით და ახლა რეალს უნდა ველოდოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში, "სელტასთან" ნათამაშები ფრეს (2: 2) შემდეგ, "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი მისი გუნდის მდგომარეობაზე საუბრობს. "მოხარული ვარ რომ გუნდს 2 გატანილი გოლით დავეხმარე, მაგრამ მაინც აღშფოთებისა და იმედგაცრუების გრძნობა მაწუხებს. ამ მატჩში 2 ქულა დავკარგეთ და ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხში ბევრი რამ გსაუმჯობესებელია. მეტოქეს ბევრ სივრცეს ვაძლევთ, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით.   თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, რადგან ტიტულისთვის ბრძოლაში 2 ქულით უკან ვართ. აქამდე ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელში იყო, ახლა კი უნდა ველოდოთ, თუ როდის გაჩერდება მადრიდის "რეალი". ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - თქვა ურუგვაელმა თავდამსხმელმა. 33 წლის ფეხბურთელი მოედანზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ვიგოელთა კარში 2 გოლის გატანა მოახერხა. საერთო ჯამში, კატალონიელთა ცენტრალურ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 22 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში ასევე 12 საგოლე გადაცემაცაა.

სხვა სტატიები