Belive

სუარესი: "კარიერის დასრულება ბარსელონაში მინდა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ფორვარდის, ლუის სუარესის განცხადებით, მას კარიერის დასრულება კატალონიის გრანდში სურს. "ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი კარიერის ბოლომდე "ბარსელონაში" ვითამაშებ. ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევა იქნება, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ ეს ძალიან რთული მისაღწევი იქნება," განაცხადა მან. სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს, €81,72 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ ჩატარებულ 226 მატჩში ურუგვაელმა 168 გოლის გატანა და 90 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ურუგვაელი განსაკუთრებით დიდ პრობლემებს "ბარსელონას" მთავარ კონკურენტს, მადრიდის "რეალს" უქმნის - 12 მატჩში სუარესმა "რეალს" 9 გოლი გაუტანა და 4 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები