Belive

სუარესი ლა ლიგის ისტორიაში ჩაეწერა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის სუარესმა "ვალიადოლიდთან" გატანილი გოლის შემდეგ ლა ლიგაში თავისი ისტორია დაწერა. "ბარსელონას" ბრწყინვალე გამარჯვებისას ურუგვაელმა თავდამსხმელმა (5:1) საბოლოო წერტილი დასვა, რითაც ესპანეთის ჩემპიონატში ყველა იმ გუნდის კარის დალაშქვრა მოახერხა, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია.

2014 წლის ოქტომბრის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც მუნდიალზე მიღებული დისკვალიფიკაციის გამო კატალონიურ კლუბში თავდამსხმელის დაგვიანებული დებიუტი შედგა, სუარესმა 27 მეტოქეს გაუტანა. ჯამში, 32 წლის ფორვარდს ლა ლიგაში 135 გოლი აქვს გატანილი, მეტოქეთა სია კი ასე გამოიყურება:

  • "ეიბარი" და "ბეტისი" - 10

  • მადრიდის "რეალი" - 9

  • "დეპორტივო" - 8

  • "ვალენსია", "ესპანიოლი", ხიხონის "სპორტინგი" - 7

  • "სევილია", "ლევანტე", "ლას პალმასი", "რაიო ვალეკანო" - 6

  • ბილბაოს "ატლეტიკი", "ხეტაფე", "გრანადა" - 5

  • მადრიდის "ატლეტიკო", "რეალ სოსიედადი", "ვილიარეალი" "ვიგოს სელტა" "ლეგანესი" "ჟირონა", "კორდობა" - 4

  • "ალავესი" - 3

  • "ალმერია" და "უესკა" - 2

  • "ვალიადოლიდი", "ოსასუნა", "მალაგა" - 1

მიმდინარე სეზონში ლუის სუარესის ანგარიშზე პრიმერა დივიზიონში 6 გოლია, რაც საუკეთესო ბომბარდირების ლორენ მორონისა და ხერარდ მორენოს მაჩვენებელზე ერთით ნაკლებია.

სხვა სტატიები