Belive

სუარესი: "მეოთხე გოლის გაშვებისას, ჩვენ 19-წლამდელთა გუნდს ვგავდით"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, "ლივერპულთან" მარცხის შემდეგ თამაში შეაფასა. "შედეგზე დიდი მნიშვნელობა მაყურებელმაც იქონია - ჩვენ ვიცოდით, წინ რაც გველოდებოდა. თუმცა გოლი არა მათ, არამედ "ლივერპულის" ფეხბურთელებმა გაიტანეს. მათ სწრაფი გოლის გატანა შეძლეს და მეორე ტაიმში თავდაჯერებულები გამოვიდნენ. სამწუხაროდ, ჯერ 30 წამში ორი გოლი გავუშვით, შემდეგ კი საშინელება მოხდა: როდესაც ანგარიში 3:0 იყო, ჯერ გასვლის შანსი არ გვქონდა დაკარგული, თუმცა მეოთხე გოლმა ყველაფერი შეცვალა. იმ მომენტში ჩვენ 19-წლამდელთა გუნდს ვგავდით," აღნიშნა ლუის სუარესმა.

ასევე იხილეთ: ლივერპულის ტოპ-3 ქამბექი ევროტურნირებზე

სხვა სტატიები