Belive

სუარესი: "მესი და მე ცხოვრებაზე ბევრს ვსაუბრობთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლუის სუარესსა და ლეო მესის შორის თანაგუნდელობის პერიოდში განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" დატოვების შემდეგ მასსა და ლეოს შესახებ კვლავ ისაუბრა. სუარესის თქმით, ისინი ერთმანეთთან ხშირად ლაპარაკობენ, თუმცა არა ფეხბურთზე.
"სიმართლე ისაა, რომ ერთმანეთთან ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა, უმეტესად, საკუთარ ცხოვრებაზე. ახლახანს ჩვენი შვილების დაბადების დღე იყო. ვილაპარაკეთ ვირუსზე, ჩვენს მდგომარეობაზე, ყველაფერზე, თუმცა ძალიან ცოტა ფეხბურთზე, გოლებზე და ტაქტიკურ სისტემაზე. ახლა საკუთარი ოჯახები უფრო გვადარდებს, ვიდრე ის, რაც ფეხბურთში ხდება," - ამბობს სუარესი.
შეგახსენებთ, რომ 6 წლიანი კარიერის შემდეგ ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ბარსელონა" დატოვა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.  

სხვა სტატიები