Belive

სუარესი: "ნეიმარმა ბარსელონაში დაბრუნებისთვის ყველაფერი გააკეთა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნეიმარს "ბარსელონას" რიგებში დაბრუნება ძალიან უნდოდა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა მისი მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა. "როდესაც ნეიმარს "ბარსელონას" დატოვება სურდა, ჩვენ მას არაერთხელ ვესაუბრეთ. ნეიმარს ვეუბნებოდით, რომ ის პარიზში იმ დონის ფეხბურთს ვერ ითამაშებდა, როგორც ამას "ბარსელონას" შემადგენლობაში ახერხებდა. ვიცით, რომ მან რთული პერიოდი გადაიტანა და მისი დაბრუნება ძალიან გვინდოდა," განაცხადა ლუის სუარესმა. ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენში" 2017 წელს €222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, ხშირად მიდიოდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი კატალონიაში უნდა დაბრუნებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, "პარი სენ-ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ განაცხადა, რომ სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, გუნდი ნეიმარის გაშვებისთვის მზად იყო. თუმცა ორ მხარეს შორის მოლაპარაკება არ შედგა და შესაბამისად, ნეიმარი კვლავ პარიზული გუნდის შემადგენლობაში დარჩა.

ასევე იხილეთ: სატრანსფერო სეზონის შეჯამება: ტოპ 5 გამარჯვებული და დამარცხებული გუნდი

სხვა სტატიები