Belive

სუარესი: "სათამაშოდ მზად ვარ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ტრავმირებულმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. "ცხადია, მინდოდა, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი და ექიმმა დამაიმედებელი სიტყვები მითხრა. მისი თქმით, მოედანზე გასვლას ძლიან მალე მოვახერხებ. ვიცოდი, რომ მაისის დასაწყისში მზად ვიქნებოდი, თუმცა ეს ცოტა უფრო მალე მოხდება. როგორც კი სეზონი განახლდება, გუნდის დახმარებას შევძლებ. სათამაშოდ მზად ვარ",-თქვა ურუგვაელმა ფორვარდმა. სუარესს იანვრის დასაწყისის შემდეგ აღარ უთამაშია, თუმცა მანამდე 14 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები