Belive

სუარესი: "ვალვერდემ ყველაფერი დაგვანახა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" დამარცხებაში "ბარსელონას" ფეხბურთელებიდან უდიდესი წვლილი ლუის სუარესს მიუძღვის, რომელმაც "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში 2 ეფექტური გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის შესახებაც ისაუბრა. "შესვენების დროს, ჩვენ გამოვასწორეთ ყველა შეცდომა, რაც პირველ ტაიმში დავუშვით. ვალვერდემ ყველაფერი ზუსტად განგვიმარტა - სად და რა შეცდომა დავუშვით, სუსტი და ძლიერი მხარეები. ზუსტად ასეთი ლაფსუსების გამოსწორებისთვის გვყავს მთავარი მწვრთნელი.  მთავარ კონკურენტთან დაპირისპირებაში გუნდური მუშაობისა და მოთმინების ხარჯზე მოვიგეთ",-თქვა ურუგვაელმა თავდამსხმელმა. სუარესმა ჩემპიონთა ლიგაში 23-ე გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები