Belive

სუარესი: "ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ ახერხებს მესი ამ ყველაფერს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა ინგლისელ ჟურნალისტებთან ლეო მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, სუარესი უკვე 5 წელია რაც "ბარსელონას" 9-იანია. 32 წლის თავდამსხმელს ლეოსთან ბრწყინვალე ურთიერთობა აკავშირებს. ამ ყველაფერს ისიც ადასტურებს, რომ მესი და სუარესი მეზობლები არიან და მათი ბავშვები ერთ სკოლაში სწავლობენ. "ბარსელონას" სამხრეთ ამერიკელი ლიდერები ვარჯიშებზეც ხშირად ერთად მიდიან. "როდესაც თავს თავდახრილი სირბილს ვიწყებ და ირგვლივ ვეღარაფერს ვხედავ, უეცრად, ბურთი ჩემს ფეხებში ჩნდება. ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ ახერხებს მესი ამ ყველაფერს. მესის ფეხბურთიდან წასვლა ჩემთვის ძალიან რთული იქნება, რადგან ლეო ყველას დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. როდესაც სათამაშოდ სტუმრად ჩავდივართ, სხვა გუნდის ფანებიც კი მას ტაშს უკრავენ, ეს საოცრებაა.  ჩვენთვის ბედნიერებაა ის, რომ მესის თამაშის საყურებლად კიდევ გვაქვს წლები დარჩენილი," - თქვა ლუის სუარესმა.

სხვა სტატიები