სუარესის დიდებული სტატისტიკა რეალის წინააღმდეგ მატჩებში

რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა.

კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა და ორთამაშიან დუელში გაიმარჯვა – 4:1.

“ბლაუგრანას” 9-იანმა, ლუის სუარესმა აღნიშნულ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა. ურუგვაელ შემტევს ჯამში სულ 13 კლასიკო აქვს ნათამაშები და “რეალის” კარი მეთერთმეტედ აიღო.

 

(90)

სუარესის დიდებული სტატისტიკა რეალის წინააღმდეგ მატჩებში

სტატიის ავტორი
-