Belive

სუარესის საშინელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ცენტრალური თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში არასტაბილურობით გამოირჩევა. ის ახლა არც ისე კარგ ფორმაშია და თავი ვერც "ლიონთან" შეხვედრაში გამოიჩინა. ურუგვაელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 9-იანია, თუმცა მას ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს. ლუის სუარესს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, გასვლით შეხვედრებში 2015 წლის შემდეგ ბურთი არ გაუტანია. სტუმრად ჩატარებულ მატჩებში ურუგვაელის მშრალი სერია უკვე 24 საათს ითვლის. ბოლოს სუარესმა სტუმრად ჩატარებულ მატჩში ბურთი "რომას", 2015 წლის 16 სექტემბერს გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 17 შეხვედრაში მხოლოდ 1 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები