Belive

სუარესის შთამბეჭდავი დებიუტი "ატლეტიკოში"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის 6-წლიანი კარიერა "ბარსელონაში" დასრულდა და ურუგვაელი "ატლეტიკოს" შეურთდა, 27 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი "გრანადასთნ". სუარესი ცვლილებაზე 70-ე წუთზე დიეგო კოშტას ნაცვლად გამოვიდა, როცა "ატლეტიკო" დიეგო კოშტას, ანხელ კორეას და ჟოაო ფელიქსის გოლებით უკვე 3:0 იგებდა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც სუარესმა ცვლილებაზე შემოსვლიდან გააკეთა, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბარსელონამ" მისი გაშვებით და კონკურენტის გაძლიერებით დიდი შეცდომა დაუშვა. შემოსვლიდან 2 წუთში სუარესმა საგოლე გადაცემა მარკოს ლორენტეს გაუკეთა, 85-ე წუთზე ბრწყინვალე თავური დარტყმით კი თავადაც გაიტანა და საკუთარი ანგარიში გახსნა "ატლეტიკოში". "ბარსელონას" ყოფილმა შემტევმა ამ შეხვედრაში მე-2 გოლი მსაჯის მიერ  დამატებული დროის მე-3 წუთზე გაიტანა. სუარესის დარტყმული ძელს მოხვდა, მაგრამ ბურთთან პირველი ისევ ურუგვაელი აღმოჩნდა და შეტევა გოლითაც დააგვირგვინა. სუარესი პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, ვინც "ატლეტიკოს" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში გოლებიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა - ნამდვილად მშვენიერი დებიუტი გამოვიდა.

სხვა სტატიები