Belive

სუარესის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლა ლიგის" 28-ე ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" სტუმრად "ბეტისი" 1:4 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა. მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდის ლიდერი, ლუის სუარესი, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, ურუგვაელმა ფეხბურთელმა მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. გაირკვა, რომ "ბარსელონას" ლიდერს კოჭის არეში დაჭიმულობა აქვს, რის გამოც ის 10-15 დღეს გამოტოვებს. წინ სანაკრებო შესვენებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონა" სუარესის არყოფნით დიდად არ იზარალებს. უარეს შემთხვევაში, 32 წლის შემტევი "ესპანიოლთან" 30 მარტს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშის გამოტოვება არ ემუქრება.

სხვა სტატიები