Belive

სუარესმა იუვენტუსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი კარიერას უდიდესი ალბათობით ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. ევროპის ყველა წამყვანი გამოცემა წერს, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა "ბებერ ქალბატონთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა მოლაპარაკებას უკვე "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებთან ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე აწარმოებს. სუარესი "ბარსაში" 2014 წლის ზაფხულში, "ლივერპულიდან" 82 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდის მაისურით 283 შეხვედრაში 198 გოლი გაიტანა და 109 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი ძალაში კიდევ 1 სეზონითაა.

სხვა სტატიები