Belive

სუარესმა პენალტის ეპიზოდზე საინტერესო კომენტარი გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში “ბარსელონამ” შინ “ლიონი” 5:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის პირველ ტაიმში ლუის სუარესი "ლიონის" საჯარიმოში წაიქცა, მთავარმა არბიტრმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. კატალონიელთა ფორვარდმა ჟურნალისტებთან აღნიშნული ეპიზოდი შეაფასა. "ვფიქრობ, რომ მეტოქის მცველს დავაბიჯე და მიზეზის გარეშე წავიქეცი. საბოლოო გადაწყვეტილებას მსაჯები იღებენ," - თქვა სუარესმა.

სხვა სტატიები