Belive

სუარესმა სამი საუკეთესო ახალგაზრდა თავდამსხმელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" ურუგვაელმა შემტევმა ლუის სუარესმა თანამედროვეობის სამი საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა "თანამედროვე ფეხბურთში ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ არის რამდენიმე, რომელსაც მე გამოვარჩევ" - განაცხადა სუარესმა "ძალიან მომწონს ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი. იგი შესანიშნავად ერგება ფრენკ ლამპარდის ტაქტიკას, არის საკმაოდ სწრაფი და მობილური თავდამსხმელი. ინგლისელს ძალიან დიდი მომავალი აქვს. განსხვავებით იმ სხვა ორი ფეხბურთელისგან, რომელსაც დავასახელებ, ტამისთვის ეს პირველი პროფესიონალური სეზონია პრემიერ ლიგაში და მას უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ადვილი ნამდვილად არ არის."
"შემდეგი თავდამსხმელი, რომელიც მომწონს არის მაქსი გომესი "ვალენსიადან". გარდა იმისა, რომ მაქსი ურუგვაელია, მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც კარგ თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს. ასეთ ფეხბურთელს ნებისმიერი კლუბი ისურვებდა. რა თქმა უნდა ოდნავ მიკერძოებული ვარ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მისი ასპარეზობა ვიგოს "სელტაში". მან ორი სეზონის განმავლობაში 31 გოლი გაიტანა. მოდით ნუ გავიხსენებთ მაქსის თამაშს "ჩელსის" წინააღმდეგ."
"მესამე ფეხბურთელი, რომელიც ჩემი ფავორიტია არის "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი. არგენტინელი კონტესთან მუშაობისას აჩვენებს საოცარ პროგრესს. გასულ სეზონთან შედარებით ლაუტარომ საგრძნობლად მოუმატა და გუნდის ლიდერად იქცა. თუ ის ასე გააგრძელებს, აუცილებლად გახდება ტოპ ვარსკვლავი და მასზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდება ევროპის წამყვან კლუბებში. ლაუტარო სულ რაღაც 22 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს მისი შედეგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში. 13 თამაშში 8 გატანილი გოლი. ლაუტარო არგენტინელებისთვის ძალიან დიდი იმედია."
"ვისურვებდი, რომ ეს სამივე ფეხბურთელი ოდესმე "ბარსელონას" რიგებში აღმოჩნდეს, მაგრამ თუ მათი პერსპექტივით ვიმსჯელებთ, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს."  

სხვა სტატიები