Belive

სუარესი ლა ლიგაში ყველაზე შედეგიანი ურუგვაელი გახდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, "ლა ლიგის" 30-ე ტურში "ვილიარეალს" თავისთვის ისტორიული ბურთი გაუტანა. 32 წლის თავდამსხმელმა გოლი ბოლო დამატებულ წუთზე გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა. აღნიშნული ბურთი სუარესისთვის "ლა ლიგაში" რიგით 129-ე აღმოჩნდა. სუარესმა ლეგენდარული ურუგვაელის, დიეგო ფორლანის შედეგი გააუმჯობესა. ფორლანს 128 ბურთი ჰქონდა გატანილი. "ბარსელონას" ფორვარდს "ლა ლიგაში" ურუგვაელებს შორის ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები