Belive

სულშერი: "იგალომ იცის, რომ ძალიან ვაფასებთ, ის ბომბარდირადაა დაბადებული"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ ის ოდიონ იგალოს ენდობა და ფეხბურთელმაც კარგად იცის, რომ მას გუნდში აფასებენ. ნორვეგიელმა სპეციალისტმა ეს განცხადება ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში, ნიგერიელი თავდამსხმელის მიერ "ნორვიჩის" კარში გატანილ გოლის შემდეგ გააკეთა. "ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამისთვის კარგად მოვემზადეთ. ოდიონმა იცის, თუ რამდენად ვაფასებთ მას მოედანზე და გასახდელში. ის ბომბარდირადაა დაბადებული და ნამდვილი მტაცებელია. შეგიძლიათ ბურთი მას მიაწოდოთ - გამოსავალს აუცილებლად იპოვის. ზუსტად იცის თუ როგორ უნდა მოექცეს იმ მცველებს და მეკარეს, ვისაც მათი შეჩერება სურთ. აი თუნდაც "ნორვიჩთან" მატჩში, წამიერად გამონახა თავისუფალი ზონა და გოლიც გაიატანა", - თქვა სულშერმა. 31 წლის ნიგერიელი ფორვარდი პრემიერლიგაში მიმდინარე წლის ზამთარში, ჩინური "შანხაი შენხუადან" 1-წლიანი იჯარით დაბრუნდა და 11 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები