Belive

სულშერი: "სიტისთან შეხვედრა იდეალური შესაძლებლობაა, რომ ნაპერწკალი დავიბრუნოთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
კვირას, 7 მარტს, პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა "ეტიჰადზე" გაიმართება. გვარდიოლას "სიტი" სულშერის "იუნაიტედს" უმასპინძლებს.  მანჩესტერული დერბი გულშემატკივრებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. პეპ გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ბოლო 21 შეხვედრიდან ყველა მოგებული აქვს, მათ შორის, პრემიერ ლიგაში 15 მატჩი ზედიზედ. რაც შეეხება სულშერის "იუანიტედს", "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო სამი შეხვდრა ნულოვანი ფრით დაასრულეს, პრემიერ ლიგაში კი ბოლო ხუთი შეხვედრიდან 4 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთი მოიგეს. მანჩესტერულ დერბიში ფავორიტის დასახელება ყოველთვის ძალიან რთულია, მაგრამ თუ გუნდების ბოლო შედგებს და ნაჩვენები თამაშის ხარისხს გავითვალისწინებთ, ალბათ უპირატესობა "ქალაქელებს" უნდა მივანიჭოთ. "სიტისთან" გასამართ დერბიზე ისაუბრა "იუანაიტედის" ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მისი გუნდისთვის ნაპერწკლის დაბრუნების იდეალური შესაძლებლობაა. 
" მსგავსი დაპირისპირებები ყოველთვის იდეალური შესაძლებლობაა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო. "სიტისთან" შეხვედრაში ჩვენ ნაპერწკლის დაბრუნება შეგვეძლება, რომელიც ბოლო შეხვედრებია, ძალიან გვაკლია და ეს შედგებზეც აისახა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მანჩესტერულ დერბის გულშემატკივრებისთვის". " ჩვენ გამოცდის ჩაბარება შესანიშნავ ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს, კარგად თამაში გვმართებს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის დიდი გამოწვევაა, როდესაც სათამაშოდ ისეთ ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ გადიხარ, როგორიც "სიტია", იცი, რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯო და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო. ამ შეხვედრაში გამარჯვება შესაძლოა გარდამტეხი გამოდგეს ჩემი მოთამაშეებისთვის". 
ოლე გუნარ სულშერმა გუნდის ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედგების შესახებაც ისაუბრა: 
" რა თქმა უნდა, ბოლო შეხვედრებში ქულების დაკარგვის გამო იმედგაცრუებულები ვართ. ყველა შეხვედრაში ვცდილობთ, რომ გავიმარჯვოთ. ამ გუნდმა გრძელი გზა განვლო და ახლა კიდევ ერთი წინ გადაგმული ნაბიჯი გვჭირდება. მაგრამ 6-7 თვის წინ როდესაც ჩვენზე საუბრობდნენ, სიტყვა ტიტული არ ისმოდა, ამიტომ მოხარული ვარ, რომ იმაზე კარგად ვასპარეზობთ, ვიდრე ამას ჩვენგან ელოდნენ. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამის მისაღწევად საკმარის მომენტებს შევქმნით".
"სიტის" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 15 შეხვედრა აქვს მოგებული, ხოლო "იუნაიტედი" 21 შეხვედრაა, რაც გასვლით მატჩებში არ მარცხდება. შესაბამისად, დაპირისპირება ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 27 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "მანჩესტერ იუანიტედი" 51 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "სიტის" 14 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები