Belive

სულშერი: "თუ ევერესტზე ახვალ და უმოძრაოდ დაჯდები, აუცილებლად გაიყინები"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 19 იანვარს, თბილისის დროით 20:30 წუთზე პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "ენფილდზე" ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის. "წითელი ეშმაკები" აღნიშნულ შეხვედრას პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე მყოფები შეხვდებიან. ოლე გუნარ სულშერმა ამის თაობაზე ისაუბრა და თავისი მოთამაშეები გააფრთხილა, რომ მათ მოძრაობა უნდა განაგრძონ.  "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტთან საუბრისას ნორვეგიელმა სპეციალისტმა განაცხადა:
" შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ, მთლიანად კლუბის ყველა წევრის მიერ გაწეული მძიმე შრომის ნაყოფია - პერსონალის, მოთამაშეების, გულშემატკივრების - ყველასი". " ბევრი მძიმე შრომა და დიდი მოთმინება დაგვჭირდა, რომ იმ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, სადაც ახლა ვართ. მაგრამ რა მოხდება, თუ ევერესტზე ახვალ, დაჯდები და მოდუნდები - აუცილებლად სასიკვდილოდ გაიყინები. ასე რომ, ახლა ზუსტად შესაფერისი დროა, გავაგრძელოთ მუშაობა და წინსვლა". " ბიჭების მენტალიტეტში აშკარა ცვლილებაა, ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მოძრაობა განვაგრძოთ, განვვითარდეთ და უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" და "იუნაიტედმა" 17-17 შეხვედრა გამართეს. "წითელმა ეშმაკებმა" 36 ქულას მოუყარეს თავი, ხოლო კლოპის შეგირდებმა - 33-ს.

სხვა სტატიები