Belive

სულშერი: "ვან დე ბეეკმა პირველი გოლი ჩემს გუნდს გაუტანა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სულშერმა გუნდის ახალწვეულ დონი ვან დე ბეეკთან პირველი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "დონიმ თავისი პირველი გოლი 2015 წლის ევროპის ლიგის მატჩში, ჩემი გუნდის "მიოლდეს" წინააღმდეგ გაიტანა. ამსტერდამში 1:1 ვითამაშეთ და მან ფანტასტიკური თავური დარტყმით შეაგდო. მან ჩემი გუნდის ცენტრალურ მცველს მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოუგო, რაც გამბედავი ნაბიჯი იყო.  როცა ვინმეს შენი გუნდისთვის გოლი გააქვს, ის სამუდამოდ გამახსოვრდება. უბრალოდ, ძალიან კარგად მახსოვს ის ჩაწოდება, ჩემი მცველის შეცდომა და დონის მიერ დამარცხებული ჩემი მეკარე, თანაც ეს მატჩის საწყის წუთებში მოხდა", - თქვა ნორვეგიელმა სპეციალისტმა. 23 წლის ნიდერლანდელი ტალანტი "წითელმა ეშმაკებმა" რამდენიმე დღის წინ, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

სხვა სტატიები