Belive

სულშერის შემცვლელი - ვინ არის სერ ალექსის ფავორიტი?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი "წითელი ეშმაკების" ცუდი სათამაშო ფორმის გამო, ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტია. ნორვეგილ სპეციალისტს როგორც გუნდის შიგნით, ისე მის გარეთ მხარდამჭერიც ბევრი ჰყავს და კრიტიკოსიც, თუმცა ბოლო მონაცემებით, ხელმძღვანელობა მას ნდობას ისევ უცხადებს და მდგომარეობის გამოსასწორებლად სამმატჩიან პერიოდს აძლევს. მიუხედავად ამისა, ბრიტანულ და არამხოლოდ ბრიტანულ მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაიბარებს მისი წასვლით გათავისუფლებულ თანამდებობას. საინტერესოა, რას ფიქრობს ამაასთან დაკავშირებით "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი და ამჟამად დირექტორთა საბჭოს წევრი, სერ ალექს ფერგიუსონი. როგორც ცნობილი ხდება, 79 შოტლანდიელი მხარს უჭერს სულშერს და მისი აღნიშნულ პოზიციაზე კვლავიდებურად მუშაობა სურს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მას მაინც გაათავისუფლებს, მაშინ The Daily Star-ის ცნობით, "იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი ხელმძღვანელებს "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გადაბირებას ურჩევს. ვარაუდობენ, რომ ფერგიუსონი "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის გულშემატკივარია, არგენტინელ სპეციალისტს კი ლიგა 1-ის გრანდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მაურისიო პოჩეტინო სერ ალექს ფერგიუსონის ნომერ პირველი არჩევანია. ცნობილია, რომ კანდიდატებს შორის ანტონიო კონტე და ბრენდან როჯერსი აქტიურად მოიაზრებიან. პოჩეტინომ "ტოტენჰემში" ხუთი წელი გაატარა და პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონში გუნდს მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა, 2019 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ათამაშა.

სხვა სტატიები