Belive

სუნილ ჩეტრიმ მესის გადაასწრო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინდოელმა თავდამსხმელმა, სუნილ ჩეტრიმ მესის გადაასწრო. "ბენგალურუს" ფორვარდმა არგენტინის ნაკრების კაპიტანს სანაკრებო გოლებით აჯობა. 34 წლის ინდოელი შემტევი 70 გატანილი ბურთით მეორე ადგილზეა. მან ტაჯიკეთს გაუტანა ორი გოლი გაუტანა. მესის 68 სანაკრებო ბურთი აქვს გატანილი, რაც შეეხება ლიდერს, ის კრიშტიანუ რონალდუა 88 ბურთით. ლიონელ მესის ჰქონდა შანსი, რომ მეტი ბურთი გაეტანა, თუმცა კოპა ამერიკაზე მან მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი და ძირითადად მსაჯობის გაკრიტიკებით იყო დაკავებული. მესიმ შესაძლოა მომავალ წელს კოპა ამერიკა გამოტოვოს, რადგან თავისივე განცხადებების გამო მას 2 წლიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია ემუქრება.    

სხვა სტატიები