Belive

"სუპერ-კომპიუტერმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტები დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისურმა გამოცემებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილების მონაცემები "სუპერ-კომპიუტერში" შეიყვანეს. შედეგების თანახმად, პრემიერლიგის სამი გუნდი - "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "ჩელსი" ასპარეზობას აღნიშნულ ეტაპზე დაასრულებენ.

"სუპერ-კომპიუტერის" პროგნოზი ასეთია:  "დორტმუნდი" 2:4 "პსჟ" "სიტი" 4:2 "რეალი" "ვალენსია" 3:2 "ატალანტა" "ატლეტიკო" 2:2 "ლივერპული" - მადრიდელები შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავლენ "ბაიერნი" 4:1 "ჩელსი" "იუვენტუსი" 4:2 "ლიონი" "ტოტენჰემი" 2:2 "ლაიპციგი" - გერმანელები შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავლენ "ბარსელონა" 6:1 "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრები 18/19, 25 და 26 თებერვალს, საპასუხო თამაშები კი - 10/11, 17 და 18 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები