Belive

სუპერ შეთავაზება - კვარაცხელიას სანაცვლოდ 15 მილიონს იხდიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიასთვის რუსულმა კლუბებმა ნადირობა დაიწყეს. ადგილობრივი მედიის თანახმად, "რუბინის" ლიდერის გადაბირება "კრასნოდარსა" და მოსკოვის "ლოკომოტივს" სურთ. Sports.business.ru-ის ინფორმაციის თანახმად, "ლოკომოტივი" ყაზანურ კლუბს 19 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონიან შემოთავაზებას უმზადებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ მოსკოველთა რიგებში დაიწყო ხვიჩას რუსული კარიერა, თუმცა ხელმძღვანელობაში არსებული გაუგებრობის შემდეგ, ახალგაზრდა ვინგერი "რუბინში" აღმოჩნდა. როგორც იცით, "ლოკომოტივმა" ახლახანს ალექსეი მირანჩუკი "ატალანტაში" გაყიდა, მარკო ნიკოლიჩის გუნდს კი შეტევის ხაზში გაძლიერება სჭირდება. რაც შეეხება "კრასნოდარს", სერგეი გალიცკის გუნდმა "რუბინს" მიმართა ოფიციალური წერილით, რომლის თანახმადაც, ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონიანი შემოთავაზება მზადდება.  

სხვა სტატიები