Belive

სუპერკლასიკოს ბნელი მხარე: რივერი - ბოკა ცარიელ ტრიბუნებზე?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი, რომელშიც "რივერ პლეიტი" "ბოკა ხუნიორსს" უმასპინძლებს შესაძლოა ცარიელ ტრიბუნებზე ან ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდეს. სამხრეთ ამერიკის მთავარმა საფეხბურთო ორგანიზაციამ (CONMEBOL) "რივერ პლეიტის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. "ელ მონუმენტალთან" სტუმარი გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოჩენილი აგრესიის გამო, "რივერ პლეიტი" მასშტაბურ სკანდალშია გახვეული. "რივერის" ულტრასების მიერ ნასროლი ქვების შედეგად, სერიოზულად დაზიანდა "ბოკა ხუნიორსის" ავტობუსი, გაშვებული ცრემლსადენი გაზით კი ფეხბურთელები მოიწამლნენ. გავრცელებული ინფორმაციით, "რივერ პლეიტს" 24 საატიანი ვადა აქვს მიცემული, რათა თავი იმართლოს და მტკიცებულებები წარადგინოს - წინააღმდეგ შემთხვევაში არგენტინული გრანდის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
იმ შემთხვევაში თუ ფინალური მატჩი ნეიტრალურ ლოკაციაზე ჩატარდება, დაპირისპირებას შესაძლოა იტალიურმა ქალაქმა, გენუამ უმასპინძლოს. შეგახსენებთ, ორ გრანდს შორის გამართული პირველი ფინალური მატჩი, ფრედ 2:2 დასრულდა.

სხვა სტატიები