Belive

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოავლინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული სტატისტიკური კომპანიის FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელა. პროგრამამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტად მოქმედი გამარჯვებული, მიუნხენის "ბაიერნი" დაასახელა. სუპერკომპიუტერმა "რეკორდმაისტერს" ფინალში გასვლის 33% მიანიჭა, ხოლო ჩემპიონობის მოპოვებაზე - 21%. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტია", პეპ გვარდიოლას გადამწყვეტი შეხვედრის თამაშის უფლების მოპოვების შანსებს სუპერკომპიუტერი 28%-ით აფასებს, ტურნირის მოგებას კი 16% აქვს. სამეულს ტურნირის ექს-ჩემპიონი "ლივერპული" ასრულებს, რომელსაც ფინალში გასვლის 22%-იანი ალბათობა აქვს. სუპერკომპიუტერის მიხედვით, იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების 12%-იანი შანსი აქვს.
2019/20 წლების სეზონის ფინალში ბავარიელებმა "პსჟ-ს" - 1:0 კინგსლი კომანის გოლის მეშვეობით სძლია.

სხვა სტატიები