Belive

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები და გამარჯვებული იწინასწარმეტყველა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მოახლოების პარალელურად, სტატისტიკური კომპანია FiveThirtyEight-მა სუპერკპომპიუტერის მონაცემებით გაკეთებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფავორიტები დაასახელა. ყველაზე დიდი შანსი ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის მიღწევისა, სუპერკომპიუტერმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს "მანჩესტერ სიტის" არგუნა, მეორე პოზიციაზე კი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნი" განამწესა. სწორედ ეს ორი გუნდი მიიჩნია სუპერკომპიუტერმა ფინალში თამაშის მთავარ კანდიდატებად, ხოლო გადამწყვეტ მატჩში უპირატესობა კი ინგლისურ კლუბს არგუნა. თითოეული კლუბის შანსები პლეი-ოფში გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:
ჩემპიონთა ლიგა 16 თებერვალს განახლდება და საუკეთესო 8 გუნდს შემდეგი 8 წყვილის დაპირისპირება გაარკვევს:  16 თებერვალი:  "ბარსელონა" - "პსჟ" "ლაიფციგი" - "ლივერპული" 17 თებერვალი:  "პორტუ" - "იუვენტუსი" "სევილია" - დორტმუნდის "ბორუსია" 23 თებერვალი:  მადრიდის "ატლეტიკო" - ლონდონის "ჩელსი" "ლაციო" - მიუნხენის "ბაიერნი" 24 თებერვალი:  "ატალანტა" - მადრიდის "რეალი" მიუნხენგლადბახის "ბორუსია" - "მანჩესტერ სიტი"

სხვა სტატიები