Belive

სუპერკომპიუტერმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო საბოლოოდ გამოავლინა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თანამედროვე სპორტულ სამყაროში ყველაზე დიდი დავა მიმდინარეობას იმაზე, თუ რომელი ჯობს - კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი. ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ბელგიაში, კერძოდ კი ლიოვენში, ლიოვენის უნივერსიტეტის პროფესორებისა და SciSports-ის მონაცემთა ექსპერტების მიერ შექმნილმა სუპერკომპიუტერმა გასცა. "ფეხბურთელი ხშირად მისი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობის მიხედვით ფასდება. რეალურად, მოედანზე ფეხბურთელი საშუალოდ 1600 განსხვავებულ მოძრაობას აკეთებს. ჩვენს მიერ შემუშავებულმა ფორმულამ გამოითვალა ფეხბურთელის თითოეული მოქმედებას: დარტყმა, პასი, დრიბლინგი, ვარდნები და მისი თითოეულ მოქმედება", - განაცხადა პროფესორმა ჯესი დევისმა. ამ ორი მოთამაშის მონაცემების გამოყენებით, 2013/14 სეზონიდან დღემდე, ბელგიურმა სუპერკომპიუტერმა საუკეთესოდ "ბარსელონას" ვარსკვლავი - ლეო მესი აღიარა. "2013/14 წლებში ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მაჩვენებლები თითქმის იდენტური იყო, 2015 წლის სეზონიდან დღემდე კი ლეო მესი საკუთარი სტატისტიკებით დომინირებს და სწორედ ამან გამოიწვია მისი საუკეთესოდ აღიარება". - განაცხადა ტომ დეკროსმა (დოქტორანტი, რომელიც ჩაერთო სუპერკომპიუტერის კვლევაში).  

სხვა სტატიები