Belive

სუპერკომპიუტერმა პრემიერლიგის ყველაზე დაბალშედეგიანი ვარსკვლავების გუნდი შეადგინა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სუპერკომპიუტერის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულმა მედიამ პრემიერლიგის იმ ვარსკვლავების გუნდი შეადგინა, რომელსაც ძალიან ცუდი სეზონი აქვთ. შედეგად, ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ყველაზე დაბალი შედეგის მქონე ფეხბურთელი პიერ-ემერიკ ობამიანგი აღმოჩნდა, რომელსაც 15 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი. ბევრს ალბათ გაუკვირდება მეორე ადგილზე სადიო მანეს ხილვა, რომელმაც 16 მატჩში 6 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, თუმცა როგორც The Sun-ი წერს, მონაცემები აღებულია Fantasy5–ის სუპერკომპიუტერიდან და მისი ალგორითმი ფეხბურთელების არსებულ სტატისტიკას მოსალოდნელ შედეგთან აფარდებს. იმ 11 ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მკოლოდინებს ყველაზე ნაკლებად ამართლებს, ასე გამოიყურება: მეკარე: აარონ რამზდეილი ("შეფილდ იუნაიტედი") მარჯვენა მცველი: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული") ცენტრალური მცველი: ენდა სტივენსი ("შეფილდ იუნაიტედი") ცენტრალური მცველი: ჯორდან ეგანი ("შეფილდ იუნაიტედი") მარცხენა მცველი: ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი") მარჯვენა ვინგერი: ვილიანი ("არსენალი") ცენტრალური ნახევარმცველი: კაი ჰავერტცი ("ჩელსი") ცენტრალური ნახევარმცველი: ჟოაო მოუტინიო ("ვულვზი") მარცხენა ვინგერი: სადიო მანე ("ლივერპული") თავდამსხმელი: პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("არსენალი") თავდამსხმელი: მეისონ გრინვუდი ("მანჩესტერ იუნაიტედი")

სხვა სტატიები