Belive

სუპერკომპიუტერმა პრემიერლიგის საბოლოო ცხრილი და ჩემპიონი იწინასწარმეტყველა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ იანვარში პრემიერლიგის ცხრილის სათავეში "მანჩესტერ იუნაიტედი" იმყოფება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა 18 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი, 37 ქულა დააგროვა, თუმცა თუ სუპერკომპიუტერს დავუჯერებთ, ეს "წითელი ეშმაკებისთვის" ტიტულის მომტანი მაინც აღმოჩნდება. მათემატიკურმა ალგორითმმა პრმეიერლიგის მიმდინარე სეზონის საბოლოო ცხრილი და შესაბამისად, ოცივე გუნდის მიერ ნაჩვენები პოტენციური შედეგი გამოთვალა. ტექნიკური საშუალების წინასწარმეტყველებით, ინგლისის ჩემპიონი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, "მანჩესტერ სიტი" უნდა გახდეს. სუპერკომპიუტერის მიერ შედგენილი პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის საბოლოო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:  20. "შეფილდ იუნაიტედი" - 8 ქულა  19. "ვესტ ბრომვიჩი" - 14 ქულა  18. "ფულემი" - 23 ქულა  17. "ბარნლი" - 27 ქულა 16. "ნიუკასლი" - 32 ქულა  15. "კრისტალ პალასი" - 36 ქულა 14. "ბრაიტონი" - 36 ქულა 13. "ვულვზი" - 40 ქულა 12. "ლიდსი" - 40 ქულა 11. "არსენალი" - 55  ქულა 10. "საუთჰემპტონი" - 62 ქულა 9. "ვესტ ჰემი" - 62 ქულა 8."ჩელსი" - 65 ქულა 7. "ვეერტონი" - 66 ქულა 6. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 72 ქულა 5. "ასტონ ვილა" - 74 ქულა 4. "ტოტენჰემი" - 74 ქულა 3. "ლესტერი" - 75 ქულა 2. "ლივერპული" - 80 ქულა 1. "მანჩესტერ სიტი" - 81 ქულა
Credit: PA

სხვა სტატიები