უეფამ 2023 წლის სუპერთასის ჩატარების ადგილი რუსეთიდან (კაზანი) გადაიტანა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მატჩი საბერძნეთში, ,,ოლიმპიაკოსის” სტადიონზე ჩატარდება.
მანამდე რუსეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების უფლებაც ჩამოერთვა – მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალისთვის გასულ წელს სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა.
ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში რამდენიმე თვის წინ აუკრძალა. Sky News-ის ცნობით, მანამ, სანამ უკრაინში ომი გაგრძელდება, სასჯელი ძალაში დარჩება.