Belive

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - არსენალმა პარტეი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "არსენალმა" სუპერტრანსფერი განახორციელა. ინგლისელებმა "ატლეტიკოდან" ტომას პარტეი დაიმატეს. როგორც ცნობილია, განელმა ფეხბურთელმა "არსენალთან" გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. მადრიდელებმა 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მიიღეს.

"არსენალის" ოფიციალური განცხადების თანახმად, პარტეი ახალ კლუბში 18-ნომრიან მაისურს მოირგებს.
"ტომასს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და მოხარულებული ვართ, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი დავიმატეთ. პარტეი ინტელიგენტი ფეხბურთელია და გვინდა, რომ მისი ჩვენს სისტემაში ინტეგრირება მოვახდინოთ," - განაცხადა "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ.
 

სხვა სტატიები