Belive

სურვილი არსებობს, მოლაპარაკება - არა: ბარსელონას ვეინალდუმის ტრანსფერზე მუშაობა არ დაუწყია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" "ლივერპულთან" ჟორჟინიო ვეინალდუმის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. Goal.com-ის ცნობით, "ბლაუგრანას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის დამატება მართლაც სურს და ეს ინტერესი კონკრეტულად რონალდ კუმანისგან მოდის, თუმცა კლუბებს ამ საკითხზე დიალოგი არ დაუწყიათ. ვეინალდუმის პოტენციური ღირებულება იქნება 15 მილიონი ევრო, რადგან ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მერსისაიდულ კლუბთან მხოლოდ ერთი წელიღა აკავშირებს.

სხვა სტატიები