ტადიჩი: “მსაჯმა გამარჯვება მოგვპარა”

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში “ჩელსი” “აიაქსს” დაუპირისპირდა. “სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილმა პუბლიკამ და ტელემაყურებელმა, შეიძლება ითქვას, რომ ევროპის უპრისტეჟულესი საკლუბო ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი იხილეს.

“სტემფორდ ბრიჯზე” გამართული დრამა ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა – თუმცა მატჩის 63-ე წუთამდე “ჩელსი” 1:4 მარცხდებოდა და ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. შეხვედრის 63-ე წუთზე, ასპილიკუეტამ სხვაობა 1 ბურთით შეამცირა, 68-ე და 69-ე წუთებზე კი მთავარმა არბიტრმა მოედნიდან “აიაქსის” 2 ფეხბურთელი გააძევა. 71-ე წუთზე, “აიაქსის” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჟორჟინიომ ზუსტად შეასრულა – ზუსტად 3 წუთში კი რის ჯეიმსმა წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (4:4) დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მალევე “არისტოკრატებმა” “აიაქსის” კარში მეხუთე გოლიც გაიტანეს, რომელიც VAR-ის შედეგად გაუქმდა.

“სტემფორდ ბრიჯზე” დასრულებული მატჩის შემდეგ, ემოციები ვერ მოთოკა “აიაქსის” კაპიტანმა. დუშან ტადიჩმა, ჟურნალისტებთან საუბარში იმედგაცრუება გამოხატა და მსაჯი გამარჯვების მოპარვაში დაადანაშაულა.

ტადიჩი: "მსაჯმა გამარჯვება მოგვპარა" 1

ტადიჩი: "მსაჯმა გამარჯვება მოგვპარა" 2

“ახლა ჩვენს თამაშზე უნდა ვსაუბრობდეთ. 3 ბურთიანი სხვაობით ვიყავით წინ და მატჩი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა – ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ იყო. საოცრად იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენ ეხლა უნდა ვსაუბრობდეთ “აიაქსის” კარგ თამაშზე და დიდებულ გამარჯვებაზე – მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან გამარჯვება მოგვპარეს.”

“ყველამ დავინახეთ, რომ დეილი ბლინდის წინააღმდეგ წესები დაირღვა, მაგრამ საწინააღმდეგოდ ბლინდს მისცეს მეორე ყვითელი, შემდეგ ჯოელ ველტმანს მისცეს მეორე ყვითელი, შემდეგ კი ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა.”

ტადიჩი: "მსაჯმა გამარჯვება მოგვპარა" 3

ტადიჩი: "მსაჯმა გამარჯვება მოგვპარა" 4

“ჩემს კარიერაში არასდროს მინახავს სამმაგი დასჯა – მაგრამ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დეილი ბლინდის წინააღმდეგ უხეში ვარდნა შეასრულეს. თუ არ ვცდები წესები პულიშიჩმა დაარღვია.”

“საოცრად იმედგაცრუებული ვარ. არ მიყვარს სხვაზე საუბარი, ჩვენ ეხლა უნდა ვსაუბრობდეთ თუ რა საოცარი მატჩი ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ არ შეგვიძლია. ჯანლუკა როკიმ ჩვენ ეს გამარჯვება მოგვპარა, მან ჩვენი თამაში გაანადგურა”, – აღნიშნა დუშან ტადიჩმა.

ასევე იხილეთ: ჩელსი 4:4 აიაქსი (მიმოხილვა)

(42)

ტადიჩი: “მსაჯმა გამარჯვება მოგვპარა”

სტატიის ავტორი
-