ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ერთმანეთს “რეალი” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ.
ამსტერდამულმა კლუბმა სტუმრად მადრიდული გრანდი 1:4 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (3:5) შემდეგ ეტაპზე გავიდა.
“აიაქსის” ფეხბურთელმა, დუშან ტადიჩმა კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სერბმა შემტევმა 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლის გატანაც მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ მე-2 ასისტის დროს, ტადიჩმა ზიდანის ლეგენდარული ფინტი გააცოცხლა.
“ზინედინის უდიდესი ქომაგი ვიყავი. როგორც ჩანს, ბავშვობაში მის ვიდეოებს ძალიან ბევრჯერ ვუყურებდი,” – თქვა დუშანმა თამაშის შემდეგ.
ასევე იხილეთ: შონემ “რეალს” ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.
ნერეშმა კარვახალს წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფინტი გაუკეთა.