Belive

ტაისონ ფიური: ,,რონალდუს გარეშე იუნაიტედმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, მასთან ერთად კი - მეექვსეზე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიური, რომელიც ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' გულშემატკივარია, ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს თამაში, შესაძლოა, გუნდის შედეგებზე უარყოფითად აისახოს:
,,ძალიან კარგია, რონ რონალდუ მანჩესტერში რჩება, მაგრამ მე მაქვს ასეთი თეორია: მის მოსვლამდე იუნაიტედმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, მასთან ერთად კი - მეექვსეზე. ხალხი იტყვის: ,,აბა, მისი 20 გოლის გარეშე, ჩვენ კიდევ უფრო დაბლა ვიქნებოდით.'' მაგრამ, წინა სეზონში ხომ ასე არ მომხდარა და ჩვენ ჩემპიონატი გაცილებით მაღალ პოზიციაზე დავასრულეთ. როცა გუნდში ისეთი ვარსკვლავი თამაშობს, როგორიც რონალდუა, ყველა მასზეა დამოკიდებული და რომ არა ის, გოლებს თავად გაიტანდნენ. არ ვამბობ, რომ მისი თამაში უშედეგოა, კრიშტიანუ ძალიან კარგია, უბრალოდ, ხანდახან ვარსკვლავური მოთამაშე ახალგაზრდებს ჩრდილავს. მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ ეძლევათ,'' - განაცხადა ფიურიმ.
რონალდუმ გასულ სეზონში ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები