Belive

ტაისონ ფიურის მშობლიური ქალაქის გუნდის შეძენა სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტაისონ ფიური მესამე დივიზიონის გუნდის, "მორეკამბის" შეძენას აპირებს.

მძიმე წონის ჩემპიონი ქალაქ მორეკამბში ცხოვრობს და თანახმაა მშობლიური ქალაქის კლუბის სპონსორი გახდეს.

კლუბი ამჟამად რვა ქულით ბოლო ადგილზეა და მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.

ცნობილია, რომ ფიური "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარია, რომელიც რეგულარულად გამოთქვამს თავის აზრს კლუბში მიმდინარე მოვლენებზე.


3500

34 წლის მოკრივეს 3 დეკემბერს, "ტოტენჰემ ჰოთსპურ სთეიდიუმზე", დერეკ ჩიზორას წინააღმდეგ, მესამე ბრძოლა ელის. წინა ორ შემთხვევაში Gypsy King-მა დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე.

ტაისონ ფიურიმ აპრილში, დილიან უაიტთან ბრძოლის შემდეგ, კრივიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით მან აზრი შეიცავალა და ახლა ცდილობს, რომ კრივის ისტორიაში უპირობო ჩემპიონი გახდეს. ბრიტანელის მიზანია 2023 წელს, უკრაინელ ჩემპიონს ოლეკსანდრ უსიკს დაუპირისპირდეს.

სხვა სტატიები