Belive

ტამი აბრაჰამს პრემიერ ლიგის განახლება აშინებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო რამდენიმე თვეა პრემიერ ლიგა შეჩერებულია. სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სულ მალე პრემიერ ლიგა განახლდება და გულშემატკივრები ნანატრ მატჩებს ნახავენ. არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს სიახლე დიდად არ ახარებს. ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელს ტამი აბრაჰამს სულაც არ მოსწონს განახლების იდეა და მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი შეშინებულია. ამასთან დაკავიშირებით ტამიმ კომენტარი გააკეთა: "ვნერვიულობ და მეშინია სეზონის განახლების, რადგან თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ დავინფიცირდე და იმ შემთხვევაში თუ მე კორონავირუსი აღმომაჩნდება ეს საფრთხეს მამაჩემს შეუქმნის. მას ასთმა აქვს და რისკ ჯგუფში იმყოფება. თუ მამაჩემს ჩემგან კორონავირუსი გადაედება, დიდი ალბათობით ის ამას ვერ გადაიტანს. სწორედ ამიტომ, ძალიან მეშინია სეზონის განახლების." შეგახსენებთ, რომ ტამი აბრაჰამს მიმდინარე სეზონში, "ჩელსის" მაისურით, 13 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები