Belive

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ყოველ წელს ტიტულის მოგება სტაბილურობის ნიშანია" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისთან" მინიმალური სხვაობით (0:1) გამარჯვების შემდეგ, 21 წლის წინ დაარსებული კლუბი "საბურთალო" ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტიტულის გამარჯვებული გახდა. სუპერთასზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, თბილისური კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, კომენტარი გააკეთა. "ბუნებრივია, ძალიან დიდ სიხარულს განვიცდით. ერთ დროს, საფეხბურთო სკოლაში ორგანიზებული პატარა კლუბი დღეს საქართველოში ყველა ტიტულის მფლობელი გახდა. "საბურთალო" ყოველ წელს მინიმუმ ერთი ტიტულის მოგებას ახერხებს და ეს უკვე სტაბილურობის ნიშანია.  საფეხბურთო ზეიმი შედგა და მინდა ამისთვის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო. ასევე ჟურნალისტებს, რომელიც ჩვენს წარმატებას აშუქებთ. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს სტადიონზე მოვიდნენ. აქედან გამომდინარე, ამ მატჩში ყველაფერი იყო, რაც ფეხბურთს უხდება და საკმაოდ კარგი თამაშიც ვნახეთ. იმედია, ტრიბუნაზე ქომაგების რაოდენობა სტაბილურად მოიმატებს და მე მჯერა, რომ ამ შემთხვევაში როგორც კონკრეტულად "საბურთალო", ისე მთლიანად ქართული ფეხბურთი გაცილებით წარმატებული გახდება", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

სხვა სტატიები