Belive

ტატას აკრიტიკებენ - მექსიკას მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ლიდერი არ მიჰყავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვისა და სექტემბერის სანაკრებო მატჩებისთვის დაირაზმა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მექსიკის ნაკრების თავკაცმა - ხერარდო "ტატა" მარტინომ, ნაკრების ლიდერი თავდამსხმელები - კარლოს ველა და ხავიერ ერნანდესი ("ჩიჩარიტო") არ გამოიძახა.

ამ ფაქტმა მექსიკაში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ფეხბურთის მოყვარული მექსიკელები სოციალურ ქსელში გააქტიურდნენ. უცნაურია, რომ ტატამ ეროვნულ ნაკრებში მექსიკის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი არ გამოიძახა.

"34 წლის ჩიჩარიტოს ნაცვლად, მირჩევნია ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები ვათამაშო, რომლებსაც წინ დიდი მომავალი აქვთ, ესენი არიან: რაულ ხიმენესი ("ვულვზი"), სანტიაგო ხიმენესი ("ფეიენოორდი"), ასევე ჰენრი მარტინი ("კლუბი ამერიკა") და როჯელიო ფუნეს მორი ("მონტერეი").

შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტო 52 გატანილი გოლით, მექსიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვა სტატიები