Belive

ტატუ არტისტი და მენეჯერი - დანიელ აგერის უცნაური ცხოვრება

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

მერსისაიდული გრანდის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველი, რომელმაც გულშემატკივარს თავი ბრწყინვალე პერფორმანსით დაამახსოვრა, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ახალ პროფესიას დაეუფლა. 2006 წელს, "ბრონდბიუდან" "ლივერპულში" გადასულმა დანიელ აგერმა პრემიერ ლიგის გრანდის მაისურით 9 სეზონის განმავლობაში იასპარეზა და ჯამში 232 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2014 წელს, აგერი კვლავ "ბრონდბიუში" დაბრუნდა. ზურგის ქრონიკული ტკივილების ფონზე, 2016 წელს, აგერმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. 2013 წელს, ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელის სტატუსის მქონე აგერმა, დააარსა კომპანია, რომელიც მომხმარებლებს საკანალიზაციო პრობლემების მოგვარებას სთავაზობდა. კომპანიის სახელწოდება "KloAgger" ქართულად ითარგმნება, როგორც აგერის ტუალეტი. კომპანიაში დანიელმა ფეხბურთელმა £450,000-ის ინვესტირება განახორციელა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Daniel Agger (@danielagger22)

 
View this post on Instagram
 

A post shared by Daniel Agger (@danielagger22)

უჩვეულო კომპანიის დაარსებისა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარების პარალელურად, ორგზის დანიის საუკეთესო ფეხბურთელი ტატუ არტისტიც არის. მერსისაიდული გრანდის ყოფილი ცენტრალური მცველის პრაქტიკულად სრული სხეული სხვადასხვა ტატუთი არის მოხატული, თუმცა თავად აგერი აღნიშნავს, რომ მრავალი ტატუს მიუხედავად ის ამ ყველაფერს ერთ მთლიანობად აღიქვამს. დანიელ აგერის მტკიცებით, ზოგიერთ ტატუს დიდი მნიშვნელობა აქვს - ზოგიერთს შედარებით ნაკლები, მაგრამ ერთი ტატუ სიმბოლური ინტერესის მატარებელია. "ლივერპულში" ასპარეზობის პერიოდში მისი ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ ცხრებოდა - პრესაში გავრცელებული ჭორები აგერმა თითებზე ამოტვიფრული ტატუთი (YNWA) გააქარწყლა. დანიელ აგერი ტატუ არტისტების გაერთიანება Tattoodo-ს წევრია, რომელშიც ასევე განახორციელა ინვესტირება.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Daniel Agger (@danielagger22)

თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა და აგერი ფეხბურთს კვლავ დაუბრუნდა. დანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით ჩატარებულ 72 შეხვედრაში გატანილი 11 გოლის მქონე მცველმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. დანიელ აგერი ნორდიკბეთ ლიგაში მოასპარეზე "კიოგეს" მთავარი მწვრთნელია, მისი ასისტენტი კი დანიის ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელი ლარს იაკობსენი გახლავთ. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში, "კიოგემ" 5 მატჩი მოიგო და მე-7 პოზიციაზე იმყოფება. "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის დროს, სტივენ ჯერარდმა აღნიშნა რომ დანიურ კლუბთან დაპირისპირების წინ, კონსულტაცია დანიელ აგერთან გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, დანიელ აგერმა შესაძლოა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა კვლავ გააგრძელოს და მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს. 36 წლის აგერმა, აგვისტოში პროფესიონალ ფეხბურთელად რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Daniel Agger (@danielagger22)

სხვა სტატიები