Belive

„ჭამის დროს სმარტფონის გამოყენება აკრძალულია“! - ლუის ენრიკეს ახალი წესები აქვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის წევრებს ახალი წესები გააცნო: ლუის ენრიკეს მიხედვით, ფეხბურთელები ვალდებულები არიან, სმარტფონები სასადილოს შესასვლელთან ჩააბარონ. ლუის ენრიკეს აზრით, აღნიშნული მიდგომის საშუალებით, ფეხბურთელებს ერთმანეთთან მეტი კონტაქტის შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, 48 წლის სპეციალისტი მოთამაშეებს გუნდისგან გამოყოფას სასტიკად უკრძალავს - ენრიკეს მითითება ფეხბურთელებმა ისეთ შემთხვევაშიც უნდა შეასრულონ, თუკი დროის ოჯახთან ან მეგობრებთან გატარება სურთ. ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ დაინიშნა - ესპანელებმა, იეროს ხელძღვანელობით, რუსეთის ნაკრების დამარცხება ვერ შეძლო და ტურნირს ნაადრევად გამოემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ეგიდით, ესპანეთი 8 სექტემბერს გასვლაზე ინგლისს ეთამაშება, 3 დღის შემდეგ კი საშინაო არენაზე ხორვატიას უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები