ჭიაბრიშვილი ბათუმის დინამოში?! – მწვრთნელთა დიდი გადაადგილება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მწვრთნელთა დიდი გადაადგილებები იგეგმება.

გარდა მოქმედ ჩემპიონში მოსალოდნელი ცვლილებებისა, იგივე შესაძლოა კიდევ ერთ “დინამოს” შეეხოს.

როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, ბათუმურ კლუბში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი ჭიაბრიშვილის მიწვევას აპირებენ. რაც შეეხება გია გეგუჩაძეს, რომელმაც გუნდს ლიგა 2 მოაგებინა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახადა, ის კლუბის ხელმძღვანელობაში დასაქმდება. კონკრეტულად რა პოზიციას დაიკავებს გეგუჩაძე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ის აკადემიას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, ჭიაბრიშვილმა “საბურთალო” 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა. მისი ხელმძღვანელობით თბილისურმა კლუბმა ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიც გადალახა.

ჭიაბრიშვილი ბათუმის დინამოში?! – მწვრთნელთა დიდი გადაადგილება ეროვნულ ლიგაში

სტატიის ავტორი
-