Belive

ჭიაბრიშვილი: "მეტოქეს ერთი თავით ვაჯობეთ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, ფრედ დასრულებული (0:0) თბილისური დერბის შემდეგ, "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა.  "დღევანდელ შეხვედრას ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა, როგორც ემოციურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად.  ვფიქრობ, მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ და საგრძნობი უპირატესობა გვქონდა. "დინამოზე" ერთი თავით ძლიერები ვიყავით. თუმცა ფეხბურთში ყოველთვის ისე არ ხდება, რომ შენი სიძლიერე ანგარიშში გამოსახო მიუხედავად უპირატესობისა, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ამიტომაც დასრულდა შეხვედრა ასეთი ანგარიშით",-თქვა ჭიაბრიშვილმა. "დინამოს" და "საბურთალოს" შესაბამისად 63 და 61 ქულით მეორე და მესამე პოზიცია უკავიათ და ჩემპიონობის შანსი კვლავ აქვთ.

სხვა სტატიები