Belive

ჭიაბრიშვილი სანიოლზე: "კაცმა ვერ გაიგო, ასეთი შეცდომები როგორ შეიძლება მოთამაშეებმა დაუშვან"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში თბილისის "ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა სექტემბრის სანაკრებო თამაშებზე ისაუბრა:
„ცოტა დროა, რაც სანიოლი ნაკრების სათავეშია და რთულია, რომ ამ მოკლე დროში შედეგი მოიტანოს. თავიდან სხვა შემადგენლობა, სხვა მოტივაცია და თამაში იყო. გუნდმა მარტის მატჩები კარგად ჩაატარა, ახლა კი ასე არ იყო. ახლა ძნელია, ვინმემ პოზიტიური თქვას. ამ მომენტში ძალიან არეული შემადგენლობა იყო, ხოლო გუნდი – შესუსტებული. მოტივაცია, რაც ბევრს განსაზღვრავს, არ იგრძნობოდა. ეს ღრმა პრობლემაა, თუ ოჯახში დროშა არ გაქვს და პატრიოტულად არ იზრდები, მერე ამას ნაკრებში ვერავინ შეცვლის. ფედერაციამ თავისი წილი პასუხისმგებლობა თავად იცის, მაგრამ რამდენად მართალია სანიოლზე ხელის გაშვერა? წლებია ქართულ ფეხბურთში ვარ, ვთამაშობდი, მერე მწვრთნელობა დავიწყე და როგორ შეიძლება სანიოლი უფრო დამნაშავე იყოს, ვიდრე მე? ამიტომ, ყველამ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. როდესაც ურემი გადატრიალდება, ლანღძვა-გინებაა. რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, გვიჭირს ამის აღიარება, მაგრამ სუსტები ვართ. ჩვენ გვაქვს ლობიო და გვინდა საცივი მოვამზადოთ – არ გამოდის! უნდა ვაცალოთ ადამიანებს, ან ვიფიქროთ, ან მოვილაპარაკოთ, რა გავაკეთოთ, რომ შედეგი ოდესღაც გვქონდეს. ფეხბურთელებს ჩვენ ვზრდით და არ გვინდა უფრო ძლიერები იყვნენ? ამ პირობებში როგორც ვზრდით, ისეთ შედეგს ვიღებთ. მე რომ ვიყო ნაკრების მწვრთნელი, ვერაფერს შევცვლიდი, შესაძლოა, სხვა განწყობა ყოფილიყო, რადგან მიმაჩნია, რომ რაღაც ფეხბურთელამდე ქართველს უფრო შეუძლია მიიტანოს. ჩვენი გაკეთებული საქმის შედეგზე პასუხს ნაკრების მწვრთნელი აგებს. სანიოლის გაოცებული თვალები იყო ყველაზე ნიშანდობლივი, კაცმა ვერ გაიგო, ასეთი შეცდომები როგორ შეიძლება მოთამაშეებმა დაუშვან."

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები