Belive

Telegraaf: ზიეჩმა ჩელსისთან კონტრაქტი შეათანხმა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანი ევროპული გამოცემების უმეტესობა იუწყება, რომ ჰაკიმ ზიეჩმა ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა. Telegraaf-ი, რომელმაც ინფორმაცია პირველმა გაავრცელა, წერს, რომ "არისტოკრატებსა" და მაროკოელ ფეხბურთელს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა, მოლაპარაკებების შემდეგი პროცესი კი ამსტერდამული კლუბი კლუბის ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ფრენკ ლამპარდის გუნდი 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროდ გაიღებს. ზიეჩმა, რომელიც ჰოლანდიურ გრანდში 2016 წლიდან თამაშობს და ერედივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს, ჰოლანდიის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა, 48 გოლის გატანა და 82 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები