Belive

Telegraph-ის ექსკლუზივი: "ჰარი მაგუაერი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰარი მაგუაერის ტრანსფერი განახორციელა. წყაროს მტკიცებით, "წითელმა ეშმაკებმა" ცენტრალურ მცველში, სარეკორდო 85 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ მცველში გადახდილი თანხის მიხედვით, სატრანსფერო რეკორდი "ლივერპულს" ეკუთვნოდა. მერსისაიდულმა გრანდმა ვირჯილ ვან დაიკის გასაფორმებლად 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა. "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლესტერს" შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ჰარი მაგუაერი არა მხოლოდ პრემიერ ლიგის, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.
67802290_2664148366980949_2280365422127611904_n

სხვა სტატიები