Belive

ცვლილებები იუნაიტედში - ტენ ჰააგის პირველი მსხვერპლი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს. ნიდერლანდელი სპეციალისტის პირველი "მსხვერპლი" უკვე ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" ნემანია მატიჩი დატოვებს. სერბმა ნახევარმცველმა გუნდის ხელმძღვანელებს "იუნაიტედის" მომდევნო სეზონიდან დატოვების სურვილის შესახებ აცნობა. 33 წლის მატიჩმა მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა რიგებში 26 მატჩი ჩაატარა. ნემანია "იუნაიტედს" 5 წლის წინ შეუერთდა. ის გუნდში ჟოზე მოურინიომ "ჩელსიში" თანამშრომლობის შემდეგ მიიყვანა. მიუხედავად ჟოზეს წასვლისა, მატიჩს მანჩესტერი არ დაუტოვებია - გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი გუნდის მნიშნველოვანი ფიგურა იყო.

სხვა სტატიები