Belive

ტენ ჰაგი ბაიერნში? - აიაქსის მწვრთნელმა განცხადება გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მის კანდიდატურას "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს უკავშირებენ, ის სეზონის ბოლომდე "აიაქსიდან" წასვლას არ განიხილავს. ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "აინტრახტთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (5:1) ნიკო კოვაჩთან კონტრაქტი შეწყვიტა. მას შემდეგ, მიუნხენური გრანდის მთავარი მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი მოიაზრებოდა. აღსანიშნავია რომ ტენ ჰაგი "ბაიერნის" სარეზერვო გუნდს 2013-2015 წლებში წვრთნიდა. "ბაიერნი ფანტასტიკური გუნდია, რომელიც დღემდე ჩემს გულში ზის, თუმცა ახლა აიაქსში ვარ და მინდა გითხრათ, რომ სეზონის ბოლომდე არსად წასვლას არ ვაპირებ," განაცხადა ტენ ჰაგმა. ჰოლანდიელ სპეციალისტს "აიაქსთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.    

სხვა სტატიები